მთავარისიახლეებიმსოფლიომომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება - კირბი

მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – კირბი

Published on

მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა განაცხადა.

ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია კვლავ იღებს დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერას გაწევას, რათა გამარჯვება შეძლოს.

მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობას უკვე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია კვლავ იღებს დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიან. გარდა ამისა, რუსებმა საკუთარი თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოება დაიწყეს”, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...