მთავარისიახლეებინეთანიაჰუმ უარყო "ჰამასის" პირობები მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულების შესახებ

ნეთანიაჰუმ უარყო “ჰამასის” პირობები მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულების შესახებ

Published on

კვირას, ისრაელის პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან განაცხადა, რომ “არ წავა კომპრომისზე ისრაელის უსაფრთხოების სრულ კონტროლთან დაკავშირებით მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე”.

“ღაზა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ისრაელის სრული უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ”, – თქვა მან.

ისრაელის პრემიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა პარასკევსაც, რომელსაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უწოდა “იმედგაცრუება”.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა პარასკევს, რომ იგი ესაუბრა ნეთანიაჰუს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლო გადაწყვეტილებებზე, თქვა, რომ ერთი გზა შეიძლება მოიცავდეს არამილიტარიზებულ მთავრობას.

ისრაელის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის და ამას წლები ეწინააღმდეგებოდა. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იგი მტკიცედ დაუდგა “საერთაშორისო და შიდა ზეწოლას” ამ პოზიციის შესაცვლელად და თქვა, რომ სანამ პრემიერმინისტრია, გააგრძელებს ამ პოზიციის დაცვას.

მან ასევე თქვა, რომ უარი თქვა ჰამასთან მძევლების გათავისუფლებაზე: “სანაცვლოდ…ჰამასი ითხოვს ომის დასრულებას, ჩვენი ძალების გაყვანას ღაზიდან, ყველა მკვლელისა და მოძალადის გათავისუფლებას და ჰამასის ხელუხლებლად დატოვებას. მე პირდაპირ უარვყოფ ჰამასის მონსტრების ჩაბარების პირობებს”.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...