მთავარისიახლეები„მტკიცე დამცველი 2024“ - ნატოს ოთხთვიანი მასშტაბური წვრთნები 90 000 სამხედროს მონაწილეობით,...

„მტკიცე დამცველი 2024“ – ნატოს ოთხთვიანი მასშტაბური წვრთნები 90 000 სამხედროს მონაწილეობით, დღეიდან იწყება

Published on

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან, 22 იანვრიდან იწყებს. სწავლება ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილებას. წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) სცენარი პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სიმულაციაა, რაც გულისხმობს რუსეთის თავდასხმას მოკავშირეთა ტერიტორიაზე, რაც იწვევს ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ნატოს ყველა ქვეყანა და ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი შვედეთი. მანევრები, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მოიცავს ევროპის ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე.

Steadfast Defender 2024-ში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, ავიამზიდებიდან გამანადგურებლებამდე, ასევე 80-ზე მეტი ვერტმფრენი და დრონი; მინიმუმ 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ბაუერის განცხადებით, წვრთნების ეს მასშტაბი ალიანსის ახალი მზადყოფნის დემონსტრირებაა.

”ეს არის ჯარების რეკორდული რაოდენობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ და ჩავატაროთ წვრთნები ამ მასშტაბით, მთელ ალიანსში, ოკეანის გადაღმა, შეერთებული შტატებიდან ევროპაში,” – თქვა მან.

ამასთან, სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ არის მხოლოდ სამხედროების საქმე: „როცა საქმე ეხება ომს, როგორც ვხედავთ უკრაინაში, ეს გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე“.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...