მთავარისიახლეებისანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვას ნიშნავს

სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვას ნიშნავს

Published on

ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ეფექტური მექანიზმების შემუშავებისკენ მოუწოდებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ სანქციების გვერდის ავლის გზები დაიბლოკება, რუსული ტერორიც შეწყდება.

ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე.

ეს ეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღს, კერძოდ რაკეტებს. ყველა რუსულ რაკეტას აქვს ათობით კრიტიკული კომპონენტი, რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ბევრი მათგანი თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ყველასი მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...