მთავარისიახლეებიღარიბაშვილი დავოსიდან ოპოზიციას ესხმის თავს

ღარიბაშვილი დავოსიდან ოპოზიციას ესხმის თავს

Published on

პრემიერმინისტრის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე – ამჯერად დავოსიდან, სადაც ის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება, ოპონენტებს ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე ძალასა და “ლუზერებს” უწოდებს.

ღარიბაშვილის თქმით, “ოცნება” ემზადება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს. მან ოპოზიციას “ხელმოცარული”უწოდა და თქვა, რომ ოპონენტებს ხელმოცარული მცდელობები აქვთ.

“დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. […] მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში, არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის, მაგალითად, ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა პატარა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5%-იანი ბარიერი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...