მთავარისიახლეები"ყველა საინტერესო საკითხზე იქნება პასუხი" - ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-თან წაგებულ დავაზე

“ყველა საინტერესო საკითხზე იქნება პასუხი” – ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-თან წაგებულ დავაზე

Published on

შვეიცარიულ ბანკთან წაგებულ დავაზე ივანიშვილის მხარე საკუთარ პოზიციას უახლოეს ხანებში დააფიქსირებს. როგორც ადვოკატი ლაშა კალანდაძე სატელეფონო მიმოწერისას აცხადებს, იგეგმება ინფორმაციის გავრცელება და ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა რა ფორმატით, ეს ჯერ უცნობია.

არ არის გამორიცხული, ივანიშვილის პოზიცია დღესვე გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წააგო. წელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ საქმის მხარეებს შეატყობინა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც აწ გარდაცვლილ ბანკირ პატრიკ ლესკუდრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ კრიმინალურ ქმედებას და ფულის გათეთრებას დაადასტურებდა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...