მთავარიUncategorizedნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კოლაბორაცია ზუგდიდში

ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კოლაბორაცია ზუგდიდში

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად გააფორმეს კოლაბორაცია.

ამის შესახებ CNews -ს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოში 17 იანვარს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ირაკლი სორდიამ და დარიკო არქანიამ, ენმ-ს ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებიც საკრებულოში ხელშეკრულებით მუშაობდნენ, სახელშეკრულებო ვადა არ გაუგრძელეს და ენმ-ს ყოფილი თანამებრძოლების მიერ წამოყენებული წინადადება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩააგდეს.

„საკრებულოს იურიდიული, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე წარდგენილ წინადადებას, ენმ-ს ყოფილი სამი წევრისთვის, საკრებულოს თანამშრომლებად ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომლებიც 2012 წლიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები „ქოცების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, საკრებულოს წევრებმა ენმ-დან, (ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი სორდიამ და ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, დარიკო არქანიამ) „ქოცებთან“ ერთად, წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – აცხადებს წყარო CNews-თან საუბარში.

წყარო :C)NEWS

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...