მთავარისიახლეებიორბანი ისევ უკრაინის დახმარების შეჩერებით იმუქრება

ორბანი ისევ უკრაინის დახმარების შეჩერებით იმუქრება

Published on

უნგრეთის პრემიერი მუქარას ისევ აგრძელებს. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთთან საბრძოლველად გამოყოფილმა დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს. უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს სთავაზობს, უკრაინის დახმარება ბიუჯეტისგან განცალკევებულად მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესის შეყოვნებით იმუქრება:

“უკრაინის დახმარება თუ გვინდა, რაც ვფიქრობ საჭიროა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არ დავაზარალოთ, თუმცა 50 მილიარდი ევროს ევროკავშირი ბიუჯეტიდან გაცემა 4 წლის წინსწრებით, არის ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოხდება სამ თვეში. ბრიუსელი თუ ამას მიიღებს, მაშინ უკრაინისთვის დახმარება იქნება ბიუჯეტის გარედან, თუ არა, მე სამწუხაროდ შევაჩერებ ამ პროცესს” ამბობს ორბანი

ორბანის ამ მუქარის პარალელურად, ევროპარლამენტი უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. დეპუტატები შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტზე. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცესი.
პეტიციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები უკვე შეგროვდა.

ხმის ჩამორთმევის უფლებას ითვალისწინებს ევროკავშირის შეთანხმების მეშვიდე მუხლი, რომლის თანახმადაც ასეთი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, თუ ქვეყანა სერიოზულად და ხშირად არღვევს ევროკავშირის პრინციპებს. გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....