მთავარისიახლეები"კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის გარეშე"-ევროპარლამენტარების წერილი სააკაშვილს

“კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის გარეშე”-ევროპარლამენტარების წერილი სააკაშვილს

Published on

ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილს უგზავნიან – ტექსტში მთავარი ყურადღება გამახვილებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გატარებულ პროევროპულ რეფორმებზე.

წერილს Twitter-ზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაწეული ძალისხმევა. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ყოველგვარი გზით ცდილობენ, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გმადლობთ თქვენი მოწერილი წერილებისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის 2024 წლის ახალი წლისთვის. ასევე მადლობა იმისთვის, რომ გვაყენებ საქმის კურსში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვაცნობიერებთ თქვენს მდგომარეობას და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის, კერძოდ კი პროევროპული რეფორმების გარეშე, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში გაატარეთ. მოდი გავაგრძელოთ საერთო მიზნების მიღწევა ევროპაში ძლიერი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სახელით.

ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელი მოგიტანთ ჯანმრთელობას და გაერთიანებას თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ თქვენი ძალით და გვჯერა, რომ კეთილი ნება გაიმარჯვებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...