მთავარისიახლეებისაზოგადოებაურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება

Published on

უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ.

„უკრაინის საუკეთესო მომავალს ევროპა ჰქვია. დიდი სიხარულით, გასულ თვეში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს უკრაინისთვის ისტორიული მიღწევა და ისტორიის მოწოდებაზე ევროპის პასუხი იქნება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიის დასაბრუნებლად იარაღის სტაბილურად მიწოდება სჭირდება.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...