მთავარისიახლეებისაზოგადოება5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის- ლელო

5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის- ლელო

Published on

პარტია “ლელოს” წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 5 000-ზე მეტი ბინა გაიყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საიდანაც, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე.

მათი ნაწილი რამდენიმე ქონებას ერთდროულად ყიდულობდა, რადგან დადებული გარიგებების ოდენობა 5000-მდე ლოტს აღწევს.

“ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.

მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ – 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც ადასტურებს უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ. ეს არის ის გარემო, რომელიც რუსეთის სამსახურში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” შექმნა აქ რუსეთის მოქალაქეებისათვის და ამავდროულად, ეს არის სრულიად ხელოვნური მოცემულობა, რომელიც თბილისში კვებავს აღვირახსნილ და ველურ სამშენებლო სექტორს. სადაც მხოლოდ თბილისში 5000 გაყიდული ბინიდან თითქმის ნახევარი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე…

ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს, რომ აქ მოიკიდონ ფეხი იმისთვის, რომ საქართველო და თბილისი მათი გართობის, დასვენებისა და თავშესაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი გახდეს.

“საქართველოს დაცვის აქტის” მიხედვით, “ლელო” მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის,” – განაცხადა ბუაძემ ბრიფინგზე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...