მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, შეხვდება ქვეყნის ლიდერებს და მონაწილეობას მიიღებს დავოსის ფორუმზე.

“ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, ქალბატონ პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან.

მე ასევე ვისაუბრებ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე”, – დაწერა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოს წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო ლიდერებთან და მსხვილ ბიზნესებთან.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...