მთავარისიახლეებიგიორგი კეკელიძემ 11 წლიანი მუშაობის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკა დატოვა

გიორგი კეკელიძემ 11 წლიანი მუშაობის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკა დატოვა

Published on

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:
ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის
და ვუთხარი:
რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურად
არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი,
რადგან ვიცოდით, რომ
ადამიანი არის მთავარი –
რომ წიგნს ქმნის ადამიანი,
რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე,
და წიგნს კითხულობს ადამიანი –
და რომ მთავარი არიან თვითონ,
ადამიანები – სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი
და რომ ადამიანი არის არჩევანი
და ხანდახან უარჩევნობაც
და რომ ცხოვრება გრძელდება
და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად
და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი.
P.S. ეს მარო მაყაშვილის ბაღია, რომელიც შვიდი წლის წინ დავაარსეთ, ეს კი ბიბი, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ. სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის.წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ გვერდზე. მას კონსტანტინე გამსახურდია ჩანაცვლებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...