მთავარისიახლეებირუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნა” ჩაატარა

Published on

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნები” ჩაატარა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ წვრთნის მიზანი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, იყო – “იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოგერიება”. გარდა ამისა, წვრთნების ნაწილი იყო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობის აღკვეთა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფმა გამოიმუშავა შესაძლებლობა, რომ “კოორდინირებულად აღკვეთონ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ საგანგებო სიტუაციაში”.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...