მთავარისიახლეებინებისმიერ ფორმატში, მზად ვარ დებატებისთვის-გახარია ივანიშვილს

ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ დებატებისთვის-გახარია ივანიშვილს

Published on

“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. გახარიას თქმით, მისი გადადგომის პირველივე დღიდან ივანიშვილმა იცოდა, რომ მის პარტიას ვერავინ გააჩერებდა, რადგან ზუსტად იცოდა გადადგომის მიზეზები.

გახარიამ თქვა, რომ ნებისმიერ ფორმატში – “სამართლებრივად? – მისსავე სასამართლოში, პოლიტიკურად? – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე, ქართულად? – ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრების პირობებში” – მზადაა ივანიშვილთან დებატებისთვის.

“რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია. მაგრამ კარგია, კარგია რომ ეს ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა. საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბევრი რამ აღიარა. აღიარა, რომ მაგალითად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იყო. ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… 2-ს; 3-ს; 4-ს; 5-ს; 6-ს; მე ხომ ვიცი როგორ ხდება და როგორ მუშობას, აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრისმაქნისები არ არიან და რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ ვერ დარჩება და იმედი მაქვს ქვეყანასაც ხვდება, რომ ვერ დატოვებს, რაც მთავარია აღიარა კორუფცია […] სიმართლე გითხრათ, ადამიანურად, აი ამ სუსტ დასაბუთებას მისი გამოჩენის რომ ვუყურებდი, ადამიანურად შემეცოდა”, – თქვა გახარიამ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...