ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა

0
101

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ელჩი ამის შესახებ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში საუბრობს, სადაც 2023 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.

“ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს”, – წერს დანიის ელჩი.

ელჩი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო – როგორც ევროკავშირმა, ასევე უკრაინამ რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ შეეწინააღმდეგა მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, გაზარდეს ვაჭრობა.

“პოლიტიკა კრიტიკის საგანია, როგორც შეუსაბამო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90-მდე პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს”, – წერს ელჩი.

შეგახსენებთ, 2023 წლის 30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა.

წინა სტატიაოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმე სტრასბურგში მიდის
შემდეგი სტატიაევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური