მთავარისიახლეებიჰააგის სასამართლო განიხილავს ისრაელის მხრიდან პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმეს

ჰააგის სასამართლო განიხილავს ისრაელის მხრიდან პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმეს

Published on

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ეხება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს. საჩივარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა.

წარდგინება ასევე მოუწოდებს სასამართლოს დაავალოს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები სექტორში.

ისრაელმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, როგორც “უსაფუძვლო”. სამხრეთ აფრიკა პოზიციას დღეს, ხუთშაბათს წარადგენს, ისრაელს კი სასამართლო პარასკევს მოუსმენს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები “მიზნად ისახავს პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას”. ის მოითხოვს სასამართლომ “დროებითი ზომები” მიიღოს, მათ შორის, ისრაელმა შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში.

ისრაელის პრეზიდენტი ბრალდებებს საშინელი და ამაზრზენი უწოდა. მისივე თქმით, ისრაელის არმია “ყველაფერს აკეთებს ადგილზე უკიდურესად რთულ ვითარებაში, რათა დარწმუნდეს, რომ არ იქნება რაიმე გაუთვალისწინებელი შედეგები და არ იქნება სამოქალაქო მსხვერპლი”.

ICJ – გაეროს სასამართლომ, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდებში, ჰააგაში – შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს სამხრეთ აფრიკის თხოვნა, შეაჩეროს ისრალემა თავისი სამხედრო კამპანია – მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩადის თუ არა ისრაელი გენოციდს, შეიძლება წლები დასჭირდეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...