ევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა

0
101

Politico ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიცია იყო, რომ ის არ დაეხმარებოდა ევროკავშირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო თავდასხმა იქნებოდა.

“თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასოდეს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად”, – უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს, იტყობინება ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

ბრეტონის ცნობითვე, ტრამპმა მაშინ თქვა, რომ “ნატო მკვდარია” და აშშ დატოვებს მას.

“და სხვათა შორის, თქვენ ჩემი ვალი გაქვთ 400 მილიარდი დოლარი, რადგან არ გადაიხადეთ, გერმანელებო, რაც უნდა გადაეხადათ თავდაცვისთვის”, – დაამატა ტრამპმა ბრეტონის თქმით.

გამოცემა წერს, რომ ბრისელს აქვს შიში, რომ ტრამპი შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნდეს.

ბრეტონმა უბიძგა ევროკავშირს გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე და სამშაბათს გამოყო 100 მილიარდი ევროს ფონდი ბლოკში იარაღის წარმოების გასაძლიერებლად.

“ეს იყო დიდი გამოღვიძება და ის შეიძლება დაბრუნდეს”, – თქვა ბრეტონმა ტრამპის შესახებ.

წინა სტატიაივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა
შემდეგი სტატიანებისმიერ ფორმატში, მზად ვარ დებატებისთვის-გახარია ივანიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური