მთავარისიახლეებისაზოგადოებავარკეთილში ქმარმა მძინარე ცოლი მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა

ვარკეთილში ქმარმა მძინარე ცოლი მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა

Published on

ფემიციდის მორიგი ფაქტი თბილისში: ვარკეთილის მასივში, 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. 

ქმარმა დანა მძინარე ცოლს რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სტაბილურად მძიმედაა. 

ქეთევან ედიბერიძეს 4 თვის ახალშობილი დარჩა. მკვლელობა დილის საათებში მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ დილის საათებში ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა საეჭვოდ არ ჩაუთვლიათ. 

წყვილთან ერთად სახლში ქმრის მამაც ცხოვრობდა, დედა კი საზღვარგარეთაა. უცნობია სახლში იმყოფებოდა თუ არა მამამთილი მკვლელობის დროს. 

არსებული ინფორმაციით, კაცი ხშირად სვამდა, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. თუმცა, დანაშაულის მოტივი უცნობია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...