მთავარისიახლეებისაკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო

Published on

საკონსტიტუციო სასამართლომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო – ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] ავრცელებს.

GDI-მ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით გაასაჩივრა 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი (N1/8/1786 საქმე).

“აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნული მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას. GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. კერძოდ, ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე.” ნათქვამია ინფორმაციაში.

N1/9/1800 საქმეში ასევე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს გამოცემული ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა.

“ბრძანების თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება, მაგრამ, GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.

GDI-ს შეფასებით, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი მათი აშკარად არაკონსტიტუციური ბუნების გათვალისწინებით”,- აცხადებს ორგანიზაცია.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...