ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

0
138

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა ცოტა ხნის წინ ორმხრივად გაიხსნა.

კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო რამდენიმე საათი გზა სრულად იყო ჩაკეტილი და აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე დილიდან დაიწყო. 

დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე ჩამოიშალა.

წინა სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 91 წელი შეუსრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური