მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინაში - სიტუაცია და ISW-ს ანალიტიკოსთა მოსაზრებები

სად რა ხდება უკრაინაში – სიტუაცია და ISW-ს ანალიტიკოსთა მოსაზრებები

Published on

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ სუმის ოლქის 25 დასახლება დაიბომბა. არიან დაშავებულები. იერიშები იყო ხარკოვსა და ხერსონშიც, სადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხერსონის ოლქში იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსმა სამხედრო ძალებმა დაბომბეს ნიკოპოლი, რასაც დასახლებულ პუნქტებში შენობების ნგრევა მოჰყვა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკში. უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპანტების დრონების ჩამოგდება შეძლეს. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა:

“მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ტყვეთა გაცვლის გასაგრძელებლად! ბუდანოვიერმაკიუსოვიმალიუკიკლიმენკო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, ვინც ტყვედ იყვანს ოკუპანტებს. რაც უფრო მეტ რუსს მივიღებთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია დრო, როცა ფრონტზე გარდატეხა ხდება, რათა ტყვეების მასობრივ გაცვლაზე წასულიყო. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...