მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა ზაპოროჟიის ფრონტზე წინ წაიწიეს - სად რა ხდება უკრაინაში

უკრაინელებმა ზაპოროჟიის ფრონტზე წინ წაიწიეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიის ფრონტზე, დასახლება ვერბოვესთან, სადაც ოკუპანტები იძულებული გახდნენ, თავიანთი პოზიციები დაეტოვებინათ.

ასევე, უკრაინელთა წინსვლა შეინიშნება დასახლება რობოტინესთან, სადაც ოკუპანტების რამდენიმე შეტევაა მოგერიებული.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, 2 იანვრის ღამეს ოკუპანტებმა ისევ მიიტანეს მასობრივი საჰაერო იერიშები, თუმცა, უკრაინის ქალაქების ურავლესობაში ძალიან კარგად იმუშავა ჰსთ სისტემებმა. 

საერთო ჯამში, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 4 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 300-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 200-ზე მეტი “შაჰიდი” გაუშვა, ხოლო 29 დეკემბრის მასობრივი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, 30-მდე გაიზარდა. 

როგორც Forbes წერს, რუსეთმა 2 იანვარს უკრაინაზე შეტევისთვის დახარჯა 620 მილიონი აშშ დოლარი (რაკეტების ფასი), 29 დეკემბრის მასობრივი შეტევა კი 1,27 მილიარდი აშშ დოლარი “ღირდა”.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...