ღამის განმავლობაში და დილით ადრე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
ქალაქ კონოტოპზე რუსული დარტყმის შედეგად სამი ადამიანის დაჭრის შესახებ იტყობინება სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც.
წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე საჰაერო იერიში ოკუპანტებმა С-300 და Х-22 რაკეტებით მიიტანეს.
ლვოვს ოკუპანტებმა, მინიმუმ, 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეტიეს, – ამის შესახებ ქალაქის მერი ანდრეი სადავოი იტყობინება. მისი თქმით, ლვოვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის.
29 დეკემბერს დილით, განგაში გამოცხადდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. აფეთქების ხმები დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიის ოლქებშიც ისმოდა, თუმცას, ხელისუფლების ცნობით, იქ ეს ხმები ჰსთ სისტემების მუშაობას უკავშირდებოდა.