მთავარისიახლეები2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა

Published on

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა” – ინფორმაციას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ნონიაძე წერს, იმ ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია გახანგრძლივდა. შედეგად, იმპორტიორები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ავტომობილს ოფიციალურად დარეგისტრირებენ.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან” – წერს ალექსი ნონიაძე.

სიახლეები

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება – ნიკა გვარამია

პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი...