“რუსეთის ფლოტის 20% აღარ არსებობს” – დანილოვი

0
92

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის 20% განადგურებულია.

დანილოვის თქმით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორიები.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის…ის, რაც მოხდა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,” – თქვა დანილოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურეს.

წინა სტატია“არ ვენდობით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში” – 12 წლის ანას დედა
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური