მთავარისიახლეებიზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს -პაპუაშვილი

ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს -პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი პროცესებს დესტრუქციას უწყობს. მისი თქმით, სხვადასხვა პოზიციებზე კადრების შერჩევის დროს მისი მხრიდან საბოტაჟს აქვს ადგილი, იქნება ეს ეროვნული ბანკი თუ საარჩევნო კომისია.

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციაზე შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, აქ სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ ეს საბოტაჟი რომელსაც ის აწარმოებს, სახელმწიფო ინატიტუტების წინააღმდეგ, ამ საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, საქართველოს პარლამენტის, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვალდებულია, ამაზე რეაგირება ჰქონდეს”, – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის ინიციატორის მმართველი გუნდი იყო თებერვალში სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. მოგვიანებით ის პარლამენტმა დაძლია. ცვლილებებით შეიქმნა თანამდებობა პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სების ახალ ხელმძღვანელს. ამ თანამდებობას დღეს ნათია თურნავა იკავებს ის ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად 22 ივნისს აირჩიეს.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

ნათია თურნავას კანდიდატურა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად, სწორედ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა. 20 სექტემბერს კი ზურაბიშვილმა თქვა, რომ მის ამ გადაწყვეტილებას ნანობს და ამის გამო ბოდიშსაც იხდის.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...