მთავარისიახლეებიწულუკიანმა ქართული კულტურა მოკლა- კაკაბაძე

წულუკიანმა ქართული კულტურა მოკლა- კაკაბაძე

Published on

მწერალთა სახლში თეა წულუკიანთან დაპირისპირების შემდეგ მწერალი ირაკლი კაკაბაძე კულტურის მინისტრს “მთავარ არხთან” აკრიტიკებს. კაკაბაძის შეფასებით, წულუკიანმა ქართული კულტურა მოკლა:

“უბრალოდ წულუკიანის პრობლემა დიდი ხანია უკვე გრძელდება. დაახლოებით 3 წელია. პირველ რიგში, ადამიანმა წერა-კითხვა არ ისწავლა. გოგა ხაინდრავას და ნუგზარ ფოფხაძის მეტს ვერავის ვერ უსმენს. იმიტომ, რომ წიგნი არა აქვს წაკითხული ადამიანს და როგორ შეიძლება ეხლა მაგას ტვინი ჰქონდეს. იღებს ინსტრუქციებს გოგა ხაინდრავასგან, რომელმაც გაყიდა საქართველო მთლიანად, მანდარინებში გადაცვალა და ნუგზარ ფოფხაძისგან, რომელიც იყო ცეკა-ს მდივანი. ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებ და არ მესიამოვნა გუშინ, ნამდვილად არ მესიამოვნა, რომ ამ პატარა ჩვარის გალანძღვა მომიხდა. მაგრამ ეგ ადამიანი აღარ არის, უკვე ემოციაც აღარ აქვს. ემოცია აღარა აქვს. მოკლა ქართული კულტურა. კინო ნახე, შე, გაუნათლებელო, უბედურო შენა, შე მაიმუნო, შენა. წერა-კითხვა არ იცი და კულტურისტობ. ელისო ვირსალიძეს როგორ უნდა ელაპარაკოს ეგ გაუნათლებელი. და მე ვუთხარი, ბიძინა არის ქორ-ვაჭარი. ეს არის ვაჭარი. ჭორვილელი ლომანი. წაიკითხე იმას რა მოსდის და იგივე ბედი აქვს ბიძინასაც,” – ამბობს კაკაბაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...