წალენჯიხის ათობით სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება

0
137

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. ძლიერმა ქარმა და თოვლმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, მოლიპულია გზები, რის გამოც გარკვეულ უბნებზე მოძრაობა შეფერხებულია.

მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკით ამ დრომდე იწმინდება ცენტრალური გზები. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

წინა სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის ყველაზე დიდი სადესანტო გემი გაანადგურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური