მთავარისიახლეებიგამიხარდებოდა ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

გამიხარდებოდა ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი რომ მენახა – საფრანგეთში საქართველოს ელჩი

Published on

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ გაუხარდებოდა პრეზიდენტის ნახვა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

“მე მიმაჩნია, რომ ეს შედეგი [სტატუსი] არის ყველა შედეგი, როგორც მოვისმინე, პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა, მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე. [უნდა მოეწვიათ თუ არა?] იცით, მე გამიხარდებოდა რომ მენახა [პრეზიდენტი] რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი”, – თქვა ელჩმა.

გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ კი თქვა, რომ იზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის შეფასებას. მან აღარ უპასუხა კითხვებს პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...