მთავარისიახლეები"მეკუთვნის, მე კი არ დავინიშნე" - ხინჩეგაშვილი მის გაზრდილ ხელფასზე

“მეკუთვნის, მე კი არ დავინიშნე” – ხინჩეგაშვილი მის გაზრდილ ხელფასზე

Published on

“რომ გამოვალ, მერე დაგელაპარაკებით… მეკუთვნის, მე კი არ დავინიშნე,” – ასე პასუხობს გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი, “მთავარი არხის” კითხვას, ეკუთვნის თუ არა გაზრდილი, 6 655 ლარის ოდენობის ხელფასი.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, რომლის ხელფასიც ასევე იზრდება, აცხადებს, რომ ანაზღაურება მთავრობის დადგენილების მიხედვით გაიზარდა:

“ეს გაიზარდა ჩვეულებრივად, მთავრობის დადგენილების მიხედვით. ყველას ხელფასი გაიზარდა 10%-ით და საჯარო მოხელისა კიდევ კოეფიციენტის მიხედვით, 10%-ზე მეტი. ეს იქნება დადგენილი… [ოპოზიციის ბოიკოტი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაში] ხელს ვერ შეგვიშლის. იმიტომ, რომ, სადაც აკეთებენ ამას, ეს არის ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა. ამ ბიუჯეტს ელოდება მთელი მუნიციპალიტეტი, 130 000 კაცი,” – ამბობს რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ გორის მერი საკუთარ თავს ხელფასს უზრდის – ლადო ხინჩეგაშვილის ანაზღაურება 6 655 ლარი იქნება. იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის, ხელფასიც – მისი თვიური ანაზღაურება 6 123 ლარით განისაზღვრება. სახელფასო მატება შეეხება მაღალჩინოსნების მოადგილეებსა და სამსახურების ხელმძღვანელებსაც.

გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურების ზრდა მერიის მიერ მომზადებული 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული, რომელსაც დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან. მომავალი წლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს.

მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს, რადგან ხალხის ინტერესებს ნაკლებად ასახავს.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...