მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინმა ომი არ უნდა მოიგოს, ამით ზიანი ევროპულ დემოკრატიას მიადგება - ბორელი

პუტინმა ომი არ უნდა მოიგოს, ამით ზიანი ევროპულ დემოკრატიას მიადგება – ბორელი

Published on

პუტინმა ომი არ უნდა მოიგოს – ჟოზეფ ბორელი ფიქრობს, რომ თუ რუსი დიქტატორი უკრაინას დაამარცხებს, ამით ზიანი ევროპულ დემოკრატიას მიადგება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობს, რომ საჭიროა უკრაინის გაძლიერებული მხარდაჭერა და ტრაგედიის შეჩერება ღაზის სექტორში. იმისათვის, რომ ევროპული დემოკრატია გადარჩეს, ბორელი გამოდის ინიციატივით, მოკავშირეებმა შესაძლებლობების სრული მობილიზაცია მოახდინონ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ ევროპულ დემოკრატიას, თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ევროკავშირის პროექტი მნიშვნელოვნად დაზიანდება. თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენს პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება”, – განაცხადა ბორელმა.

სიახლეები

“ამოიღეთ ხმა, გააპროტესტეთ ძალადობა” – ხელოვანების აქცია თბილისში

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია იმართება. მუსიკოსები, მსახიობები და რეჟისორები მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და კოლეგებს...

რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება

ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ...

ჟურნალისტ ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე,...

საქართველო ევროპაა! არა რუსეთს”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,...