ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა უნდა შეამციროს – ბლინკენი

0
197

ენტონი ბლინკენი ფიქრობს, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას შეამცირებს – ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, თუ ნეთანიაჰუს არმია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე იქნება დასული.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ახლა საჭიროა ომის მასშტაბები შემცირდეს და ისრაელის არმია კონცენტრირებულ კამპანიაზე გადავიდეს. ისრაელი ყველაზე მეტ ზეწოლას ახლა ევროპელი ლიდერებისგან განიცდის. არაერთი საერთაშორისო რეზოლუციით ნეთანიაჰუს მოუწოდებენ უზრუნველყოს მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების დაცვა.

ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა გადავიდეს ნაკლები ინტენსიურობის ფაზაში. ველით, რომ ვნახავთ და გვინდა,ვნახოთ უფრო მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, ძალების ნაკლები რაოდენობით, რომლებიც რეალურად ფოკუსირებული არიან “ჰამასის” ხელმძღვანელობასთან, გვირაბების ქსელთან და რამდენიმე სხვა რამესთან გამკლავებაზ როგორც კი ეს მოხდება, დაინახავთ, რომ სამოქალაქო პირებისადმი მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ისრაელ-“ჰამასის” ომის რაც შეიძლება მალე დასრულება მომავალი წლის ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, არასდროს განმეორდეს”, – აღნიშნა ბლინკენმა.

წინა სტატიასპეცოპერაცია შიდა ქართლში – ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპუტინმა ომი არ უნდა მოიგოს, ამით ზიანი ევროპულ დემოკრატიას მიადგება – ბორელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური