მთავარისიახლეებისაზოგადოებახელოვნური ერთობა არ სჭირდება მოსახლეობას - "ლელო" მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ უერთდება

ხელოვნური ერთობა არ სჭირდება მოსახლეობას – “ლელო” მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ უერთდება

Published on

“ლელო – საქართველოსთვის” არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში გაერთიანებას, – ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

კუპრაძე ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას “ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა”.

კუპრაძის თქმით, ქართველ ხალხს არ სჭირდება ამგვარი ოპოზიციური ერთობა.

“ლელოს ძალიან ცხადი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც დამტკიცებულია პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის ლიდერების მიერ. ლელო არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნას, ეს არც უახლოეს წარსულში არ ყოფილა განხილული და არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარი ოპოზიციური ერთობა, ხელოვნური ერთობა მითუმეტეს, არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიზანია საქართველოში პოლარიზების დასრულება,” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ოპოზიციური ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...