მთავარისიახლეებიმსოფლიოეს ომი წლობით გაგრძელდება, ყველა უკრაინელმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, - პროკოპენკო

ეს ომი წლობით გაგრძელდება, ყველა უკრაინელმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, – პროკოპენკო

Published on

ლეგენდარული “აზოვის” მეთაური ამბობს, რომ ომი, რომელიც დღესაა, წლობით გაგრძელდება, ამიტომ, ყველა უკრაინელს მოუწევს საკუთარი არჩევანის გაკეთება.

მისი თქმით, აგრესორი ქვეყანა არ აპირებს უკრაინაზე უარის თქმას, ამიტომ ომი, ალბათ, კიდევ წლები გაგრძელდება.

ნებისმიერი სახის დაშორიშორება ან მოლაპარაკებები ტაიმ-აუტი იქნება მტრისთვის, ძალების მოსაკრებად, უკრაინას კი არაფერში გამოადგება. ამიტომ, უკრაინელებმა უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ.

“მანამ გაგრძელდება, სანამ წინააღმდეგობას გავუწევთ”, – ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი.

ჩვენი უნარი, კრიტიკულ დროს მოვიკრიბოთ მთელი ძალები, გულგრილობასა და უინიციატივო სტაბილურობაში არ უნდა გადაიზარდოს.

პროკოპენკომ უკრაინელებს ურჩია, მიიღონ “ეს დაუნდობელი რეალობა ისეთი, როგორიც არის” და დაამატა, რომ უკრაინელთა ნაწილს სწორედ ეს უჭირს.

სანამ თავის დევიზს ჩამოაყალიბებდა, პროკოპენკომ უკრაინელებს ურჩია, გააკეთონ არჩევანი – ან იარაღი აიღონ ხელშ, ან გადაიქცნენ საიმედო ზურგის შემადგენელ ნაწილად.

“ჩვენ არ ვიცით ზუსტი დღე, თვე ან წელი, როცა გავიმარჯვებთ და შეგვეძლება, ოჯახებს დავუბრუნდეთ. მაგრამ ზუსტად ვიცით, რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენს გვერდით საიმედო საძმოა, გულებში – სამშობლოსადმი სიყვარული, ხოლო ხელთ კი – იარაღი გვიჭირავს. და ეს ყველაფერი არასდროს მოგვცემს უკანდახევის უფლებას: არც დღეს, არც ერთი და არც ათი წლის შემდეგ!”, – ხაზს უსვამს დენის პროკოპენკო.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...