მთავარისიახლეებიპირს თითქოს შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამად მისაცემად 200 000 ლარი მოსთხოვეს -დაკავებულია...

პირს თითქოს შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამად მისაცემად 200 000 ლარი მოსთხოვეს -დაკავებულია 3 პირი

Published on

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული 2 000 000 ლარიდან 900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.

“ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, აღნიშნულის მოსაგვარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 000 ლარი ჩაარიცხინეს”, – წერია განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სიახლეები

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...

ოცნების მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს

ივანიშვილის მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს, – ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა. „სამძიმარს...

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს. Daily Mail-ის ინფორმაციით,...