მთავარისიახლეებიგამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, "ტაეკვანდოს" მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი...

გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, “ტაეკვანდოს” მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი – მდინარაძე პრეზიდენტზე

Published on

გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, “ტაეკვანდოს” მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დღეს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე, სადაც სტატუსის მიღება უნდა აღნიშნონ, გამომსვლელთა სიაში არაა.

მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე ხალხისთვის ტავის მოსაჩვენებლად მიდის, რომ ანახოს საზოგადეობას, თითქოს ეზეიმება.

“ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს, არ აქვს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს ეს არ ვიცი”, – ამბობს მდინარაძე.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...