მთავარისიახლეებიპრეზიდენტის ღონისძიება - ათონელზე დღეს ოპოზიციის ლიდერები და EU-ს ელჩები მივლენ, "ოცნება"...

პრეზიდენტის ღონისძიება – ათონელზე დღეს ოპოზიციის ლიდერები და EU-ს ელჩები მივლენ, “ოცნება” – არა

Published on

პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს, ელჩებს, მოქმედ და ყოფილ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ეპატიჟება, თუმცა ოცნებამ მიწვევას უარით უპასუხა და ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას მმართველი პარტიიდან არავინ დაესწრება.

“არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან არის წერილი, სადაც ეწერება რომ ის დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას” ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ოლიგარქის გუნდისგან განსხვავებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ევროკავშირის 27-ივე წევრი ქვეყნის დიპლომატი და ოპოზიციონერი ლიდერები მივლენ.

არსებული ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მივა ნიკა მელია, რომელსაც ზურაბიშვილმა პერსონალური მიწვევა გაუგზავნა. პრეზიდენტთან მიწვეულია ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ენმ-დან მიღებაზე თინა ბოკუჩავა მიდის.

ღონისძიება ათონელის რეზიდენციაში საღამოს 8 საათზე დაიწყება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...