მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარიზში, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს

პარიზში, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს

Published on

პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგულ ინსტიტუტში საქართველოზე დებატები იმართება, სადაც მიწვეულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი. დებატებს ესწრება “მთავარი არხის” დამფუძნებელეი ნიკა გვარამია, ასევე, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და ჟაკ დელორის ინსტიტისის უფროსო მკვლევარი თორნიკე გორდაძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ევროპის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აინტერესებთ, სტატუსის მიღების შემდგომ რამდენად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს ოლიგარქ ივანიშვილის “ქართული ოცნება” ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს.

მისი განცხადებით, ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ტესტს, რომ საქართველომ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს.

„იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ევროპის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აინტერესებთ, სტატუსის მიღების შემდგომ რამდენად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს ოლიგარქ ივანიშვილის “ქართული ოცნება” ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს. ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ტესტს, რომ საქართველომ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...