მთავარისიახლეებინუგზარ წიკლაური ენმ-ს ტოვებს

ნუგზარ წიკლაური ენმ-ს ტოვებს

Published on

ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. განცხადება წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას გააკეთა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გამართავს.

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“…

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება.” თქვა წიკლაურმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...