მთავარისიახლეებიამოიღეთ უკრაინის წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს, ეს გზა დაკეტილია...

ამოიღეთ უკრაინის წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს, ეს გზა დაკეტილია ორბანი EU-ს

Published on

ამოიღეთ წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს – აცხადებს უნგრეთის პრემიერი უნგრულ მედიასთან საუბარში და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს:

“უნგრეთის პოზიციაა, რომ, თუ ჩვენ გვინდა უკრაინას მივცეთ მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი, მაშინ მივცეთ ის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წევრობა. ამიტომაც ვამბობ, ამოიღეთ წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს. ასე რომ, ეს საკითხი არ ღირს სერიოზულ განხილვად, ეს გზა დაკეტილია, რადგან უნგრეთი ამას არ ეთანხმება.

მაგრამ მოდით, გონივრულად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, უკრაინელებს მივცეთ ისეთი რამ, რითაც მათ სტრატეგიულად გავაძლიერებთ.” აცხადებს უნგრეთის პრემიერი

შეკითხვაზე, ფინანსური საკითხების მოგვარების შემთხვევაში თუ დათანხმდება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, ორბანი პასუხობს:

“მე მზად ვარ ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ, რათა დაიდოს ფინანსური გარიგებები, მაგრამ მე არ ვარ მზად ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ იმისათვის, რომ დაიდოს სტრატეგიული ან პოლიტიკური გარიგებები.” – ამბობს ის.

სიახლეები

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი დღეიდან ამოქმედდება

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია,...

ტრამპი- ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მიღწეულ "დიდებულ შეთანხმებას“, შესაძლოა, "უკვე ამ შაბათ-კვირას" მოეწეროს...

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა 65 წლამდე ასაკის მამა, სავარაუდოდ ყელის არეში დანით დაჭრა. პენსიონერი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში...

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....