მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელების ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან - ტუსკი

უკრაინელების ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან – ტუსკი

Published on

“არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ”, – ეს განცხადება პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მე არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა ფიცს 13 დეკემბერს დადებს.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...