მთავარისიახლეებისაზოგადოებაშენი ხმა ევროკავშირს! - დღეს 14 საათზე, მარში რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე

შენი ხმა ევროკავშირს! – დღეს 14 საათზე, მარში რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე

Published on

“შენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით დღეს, 9 დეკემბერს თბილისში მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

“8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

მარში 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება ევროპის მოედნისკენ.

P.S. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე დაწერილი თქვენი სათქმელი ევროკავშირისთვის”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ღონისძიებას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოს პრეზიდენტი. არ უერთდება “ქართული ოცნება“.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...