მთავარისიახლეებიარძინბა ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს

არძინბა ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს

Published on

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობსთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება.

არძინბამ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი უნდა განეხორციელებინა. დე ფაქტო სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ ის “პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა.

“ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოქვეყნებულია აშშ-ის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ USAID აფინანსებს უკრაინის შეარაღებულ ძალებს, რაც “მიმართულია ჩვენი მთავარი მოკავშირის – რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ჩვენი თანამემამულეების – აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...