მივიღეთ მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – კობახიძე

0
103

მივიღეთ მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.

„შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ანოშ ლატორცეის, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას. აქაც მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ 14-15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. უნგრეთის პოზიცია არის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიააშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს
შემდეგი სტატიაუკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია, 14-15 დეკემბერს საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი -კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური