მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის IPRM-ის ფორმატი აღდგება, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით...

გალის IPRM-ის ფორმატი აღდგება, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს – გამახარია

Published on

ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს. ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

„არსებობდა გალის ფორმატი – კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს ფორმატი აღდგეს, მაგრამ აქ წარმოიშვა სხვა საკითხი – ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან, კატეგორიული უარი არის ამაზე ნათქვამი და ამან შეაფერხა რამდენიმე თვით ამ ფორმატის განახლება. ჩვენ ახლახან მოვისმინეთ გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება, რომ ენგურის პირას, იქითა მხარეს, მიმდინარეობს რაღაც სივრცის მოწყობა, არ მისული საგუშაგომდე, ხიდს რომ გადალახავ იქვე, სივრცე გაიხსნება, სადაც გაიმართება ეს შეხვედრები. ეს ისევ და ისევ ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია. ცხინვალში რასაც ვხედავთ პერიოდულად, იგივე ფორმატი იქნება“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გალში ჟენევის ფორმატის აღდგენაზე აფხაზური მხარეც აქტიურად საუბრობს. თუმცა, ქართული მხარისთვის ყოველგვარი პირობების წაყენება მიუღებელია. რამდენად რეალური საფუძველი არსებობს გალში აღდგეს ჟენევის ფორმატი? ოპოზიცია აცხადებს რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში საერთაშორისო ჩართულობა უნდა იყოს გაზრდილი, მიველი პარტია კი ამტკიცებს რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...