მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ ცდილობს გაარკვიოს რამდენად რეალურია საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირება - ოპოზიცია

აშშ ცდილობს გაარკვიოს რამდენად რეალურია საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირება – ოპოზიცია

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში – ჯოშუა ჰაკი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, აშშ ცდილობს გაარკვიოს რამდენად რეალურია საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირება.

“მეტწილად, ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს – რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას,” – ამბობს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

ჯოშუა ჰაკი გუშინ ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...