მთავარისიახლეებისამხედრო დახმარების შესახებ კენჭისყრის წინ, ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

სამხედრო დახმარების შესახებ კენჭისყრის წინ, ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი დახურულ ბრიფინგზე ამერიკელ სენატორებს უსაფრთხო ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს, სენატის უმრავლესობის ლიდერზე, დემოკრატი ჩაკ შუმერზე დაყრდნობით.

ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი. ისინი სენატორებს უკრაინაში არსებულ ვითარებას გააცნობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს გააცნობს უკრაინაში ომის მიმდინარეობას და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროებას.

მიმართვა დაგეგმილია სენატში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. სენატმა საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა უნდა განიხილოს, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.

“მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, სად ვიმყოფებით ისტორიის ამ მომენტში. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში – ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში შემდგომ ქმედებას შეუძლია განსაზღვროს დემოკრატიის ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ დროს” აცხადებს ჩაკ შუმერი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....