მთავარისიახლეებიემიგრანტებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო "გირჩი"-"დროა"

ემიგრანტებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო “გირჩი”-“დროა”

Published on

“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის “საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში” მიმდინარეობა გააცნეს. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო.

“2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 14 ქალაქში, გირჩი-დროას ორგანიზებით, უკვე დაიწყო მოქალაქეთა მობილიზაცია და გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსათვის მისამართად, რათა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები.

ცინცინატში (აშშ) 50 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და განცხადებაც მზადაა. გირჩი-დროას გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში. ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას,” – აცხადებენ “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერები.

ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება:

აშშ – ფილადელფია
აშშ – ცინცინატი
აშშ – მაიამი
აშშ – ჩიკაგო
კანადა – ტორონტო
ბელგია – ანტვერპენი
გერმანია – კარლსრუე
საფრანგეთი – სტრასბურგი
იტალია – ლეჩე
ირლანდია – ლიმერიკი
გერმანია – ჰამბურგი
საფრანგეთი – სან-ბრიო
იტალია – მანტუა
აშშ – ლოს ანჯელესი
კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მიეცეს საშუალება საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა საქართველოს 50 მოქალაქის ხელმოწერა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...