მთავარისიახლეები"ვეცდებით დავიწყოთ ნორმალური დიალოგი" -გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ

“ვეცდებით დავიწყოთ ნორმალური დიალოგი” -გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ

Published on

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ამ ფორმატის შეხვედრების განახლების სურვილი მათ ოქტომბრის დასაწყისში გამოთქვეს. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ფილია ამბობს, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით “წინ წაიწიეს.”

“ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც ენგურის ხიდის გადაღმა, ჩვენს გამშვებ პუნქტამდე მდებარეობს პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზემოთ მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და ჩატარდება ხოლმე შეხვედრები. როგორც ჩანს, ტერიტორია აფხაზური იქნება, მაგრამ ისინი ჩვენთან ბოლომდე არ შემოდიან. ვეცდებით ამ ფორმატში დავაკმაყოფილოთ პრეტენზიები… დავიწყოთ ნორმალური დიალოგი,” – თქვა ფილიამ.

ამასთან, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართული მხარე შეხვედრების წარმომადგენლებს სთხოვდა, ენგურის ხიდი გადმოეკვეთათ პირადობის მოწმობით, ხოლო მარიონეტებს სურდათ პასპორტების გამოყენება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა შესაძლებლობაზე, “გამოენახათ რაღაც ნეიტრალური ტერიტორია” მდინარე ენგურთან, შემდეგ “გაეშალათ კარავი” და ჩატარებულიყო შეხვედრები.

“ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის…აი, ამ ჟენევის დისკუსიებმა, მოდი, აქ გადმოინაცვლოს. ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის… იქ, ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება,” – აღნიშნავს ფილია Чегемская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე მტკიცებით, საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ესმით, რომ “ეს ფურცელი უნდა გადაშალონ” და საქართველოს ხელისუფლება “გზავნის სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინაააღმდეგ.” თუმცა, ფილიას თქმითვე, არსებობს “დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ძალიან სერიოზული” ოპოზიცია, რომლის ხელშიცაა “მცირე მოვლენები”.

ცნობისთვის, IPRM-ის ფორმატის შეხვედრები, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, პერიოდულად იმართება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ოკუპირებულ აფხაზეთთან ეს ფორმატი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, 2012-ში შეწყდა. განახლების მცდელობა და მორიგი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....